12:08 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 12:40:49, 2173 ნახვა

საზოგადოება
რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში - შსს სექტემბრის მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრის თვეში, საქართველოში 222 274 რუსი შემოვიდა. 

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა.

კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 222 274 ადამიანი, გასულ წელს კი - 36 407.

შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცები ქვეყანას მასიურად ტოვებენ. 

გამოქცეულ რუსებს, ლარსზე, კილომეტრიან რიგებში დღეების განმავლობაში უწევდათ დგომა, რათა საქართველოში შემოსულიყვნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics