|
2022-10-20 11:22:34, 2228 ნახვა
ომი უკრაინაში
ნედ პრაისი - ირანი აგრძელებს ტყუილს, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი მის დრონებს მოსახლეობაზე თავდასხმისთვის იყენებს
მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი სოციალურ ქსელში წერს. პრაისის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას არღვევს. „გაეროს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის”,- წერს პრაისი. განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანიდან შეძენილი დრონები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება. „სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, შეერთებული შტატები დაუფიქრებლად დაუწესებს სანქციებს და გამოიყენებს სხვა შესაბამის ზომებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც დრონების გადაცემაში მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში ახლა იშლება სრული სქემა ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად და Shahed-136-ის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. ამასთან, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართვა ირანისადმი დახმარებისთვის არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)