|
2022-10-19 10:41:09, 1300 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარადაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს
„საქართველოს ბანკი“ საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს - ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით და DeGameFi-ს ორგანიზებით, 22-23 ოქტომბერს, “თბილისი შერატონ მეტეხ პალასში”, პირველი საერთაშორისო web3 კონფერენცია ჩატარდება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე 6 ძირითადი სივრცე იქნება აქტიური. ესენია: მთავარი საკონფერენციო და ტექნოლოგიურ/საგანმანათლებლო ოთახები, სადაც დაგეგმილია სპიკერთა გამოსვლები; ბიზნეს ექსპო, რომელიც განკუთვნილია ინსტალაციებისა და ნეთვორქინგისთვის; სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი პროექტის წარდგენას მსოფლიო დონის ექსპერტებთან და ასევე, მოეწყობა NFT გალერეა, რომელიც დაეთმობა, როგორც მსოფლიო დონის, ისე ადგილობრივ NFT არტისტებსა და პროექტებს. ბანკის ინფორმაციით, DeGameFi არის ქართული კომპანია, რომელიც 2022 წლის მარტიდან ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია, რეგიონში დეცენტრალიზებული სისტემის პოპულარიზაცია, ერთიანი საზოგადოების შექმნა და ზოგადად, web3 პროექტების მხარდაჭერა. DeGameFi აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებსა და დეცენტრალიზებულ სისტემით დაინტერესებულ ადამიანებს. „ჩვენ ოპერირების დღიდან, web3-ის მიმართულებით ყოველთვიურ ღონისძიებებსა თუ შეხვედრებს აქტიურად ვუწევთ ორგანიზებას. სექტემბერში BNB Chain-თან თანამშრომლობით, რეგიონში პირველი web3 ჰაკათონი ჩავატარეთ. შეიძლება ითქვას, რომ DeGameFi არის საქართველოში პირველი, ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც კონკრეტულად web3 მიმართულებით მუშაობს და ამ სფეროდან 300-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. ამჟამად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას 1000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს, სადაც მოწვეული იქნებიან საინტერესო სპიკერები, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და web3 სფეროს პროფესიონალები“, - განაცხადა DeGameFi-ის თანადამფუძნებელმა, მიხეილ დიდებულიძემ. „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან კობახიძის თქმით, ეს ღონისძიება განსაკუთებით მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპერებისა თუ web3-ით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობები ადვილად დაამყარონ, დარგის ლიდერები გაიცნონ და უცხოელი ინვესტორები დააინტერესონ. „საქართველოს ბანკი“ ყოველთვის მხარს უჭერს მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი ღონისძიების მთავარი პარტნიორი, როგორიცაა საერთაშორისო web3 კონფერენცია, რომელსაც კავკასიის რეგიონში თბილისი უმასპინძლებს. ღონისძიებაზე პანელურის დისკუსიის დროს „საქართველოს ბანკის“ „ინვესტიციებზეც“ ვისაუბრებთ, რომლის დახმარებითაც მობილბანკში შესაძლებელია გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორიცაა Tesla, Microsoft, Apple და ა.შ. Bank of Georgia Update-ის დროს უკვე დავაანონსეთ, რომ პლატფორმას კრიპტო ვალუტით ვაჭრობაც დაემატება“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)