|
2022-10-18 15:30:02, 1360 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს
მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, ასევე, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ცხოველის მეპატრონეებს რეგულაციებს დაუწესებს და გარდა ამისა, განისაზღვრება რა ქმედებები ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და რა - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. „ამ ეტაპზე, დარგის სპეციალისტებთან ერთად ერთიანი კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტშია. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მისი საშემოდგომო სესიებზე განხილვაა დაგეგმილი. თბილისში გვაქვს რეგულაცია, გამონაკლისები, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებზეა დამატებით რეგულაცია, თუმცა, არ არსებობს ნუსხა იმისა, თუ რომელიც ჯიშის ძაღლია აგრესიული. საყოველთაოდ ცნობილი ჯიშები რომელიცაა, ეს გასაგებია, ზუსტად მაგით ვხელმძღვანელობთ, როცა პირი ცხოველის გასეირნების წესს არღვევს, მისი სანქცირება ადმინისტრაციული წესით ხდება. თუმცა, აუცილებელია, ასეთი ნუსხა არსებობდეს. ზოგი ნაკლებად ერკვევა ცხოველებში, ზოგი – მეტად. ზოგს კითხვები უჩნდება: მაგალითად, ბევრჯერ მინახავს, როცა პიტბულის პატრონმა არ იცის, რომ ეს ჯიში აგრესიულია, რადგან მასთან თვინიერად იქცევა, არ კბენს, ჰგონია, რომ ეს ძაღლი მშვიდია. კანონპროექტით ნუსხა შემუშავებულია, სადაც კონკრეტული ჯიშების ჩამონათვალია. ახალი არავის არაფერი გამოუგონია. ცხოველების უფლებების დაცვის სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილება იქნა გაზიარებული. ჯიშების ჩამონათვალს რაც შეეხება: დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია მიმდინარეობს , რათა ზუსტად განისაზღვროს ჯიშები, ასევე, რა ფორმით მოხდეს ეს: მახასიათებლებით, თუ კონკრეტული დასახელების ჩამონათვალი გაკეთდეს. ამ ეტაპზე, ორივეა გათვალისწინებული. მაგალითად, ძაღლის სიდიდე, რა ზომისაა და ა.შ. ეს საკითხი კომპლექსურ რეგულირებას საჭიროებს. საკანონმდებლო აქტი უნდა არსებობდეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასევე, სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომისიის წარმომადგენლები ამ კანონპროექტის შემუშავებაში არიან ჩართულები. იქ ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტია გათვალისწინებული, რაც, ზოგადად, ამ სფეროშია საჭირო, რომ დარეგულირდეს. მათ შორის, ცხოველების უკონტროლოდ მომრავლება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. მაგალითად: არის მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, თუ არა. აქაც ახალს არაფერს ვიგონებთ. ასეა ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. ნორვეგიაში ასეთი ძაღლის ყოლა, გამრავლება, გასხვისება, ქვეყანაში შეყვანა საერთოდ აკრძალულია. თუ ეს შეზღუდვა ძალაში შევა, მას უკუძალა არ ექნება. მაგალითად, ვისაც მებრძოლი ჯიშის ძაღლი ჰყავს, შეზღუდვა მას არ შეეხება, მას არ მოუწევს, ცხოველი დააძინოს ან სხვა ქვეყანაში გაიყვანოს. შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება. ამასთან, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით კანონპროექტში გავითვალისწინეთ შემდეგი დებულება, მაგალითად, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს. ვფიქრობთ, რომ რადგან ეს მაღალი რისკის საკითხია, აგრესიული ცხოველი საფრთხის წყაროა, აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოვიღოთ. ხშირად ნახავთ, რომ პატარა ბავშვი აგრესიული ჯიშის დიდ ძაღლს ასეირნებს ხოლმე. პირადად შევსწრებივარ, რომ ასეთი ძაღლი გაქცევია ბავშვს და სხვა ბავშვისთვის უკბენია“, - განაცხადა იოსელიანმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)