00:58 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 19:13:39, 1764 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ

რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატია და მსოფლიოს ყველაზე ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ, ამ  თავდასხმების მოსაგერიებლად.

"რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ. Shahed-136 მათი ერთ-ერთი იარაღია, კალიბრთან, ისკანდერთან, რაკეტებთან, Mojaher-6 დრონებთან, Fateh-110 და Zolfaghar-თან ერთად. დემოკრატია და მსოფლიოს ყველაზე ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ, ამ  თავდასხმების მოსაგერიებლად და ბოროტების დასამარცხებლად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები ასევე აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს რუსეთისთვის Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics