|
2022-10-15 17:12:10, 3784 ნახვა
საზოგადოება
მერიის თანამშრომელი ვაკის პარკის ტრაგედიაზე - ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია. მისივე თქმით, აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, ყველა დოკუმენტაცია არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავად იხილოს. „პირადად მე, სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო. ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ეხება არის საჯარო. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება. დღეის მდგომარეობით, შვიდი ეტაპი გვაქვს გავლილი. ექვსი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია. ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ტექნიკური ზედამხედველობა აქვს გაწეული ლაბორატორიის მიერ“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას, წარმოდგენილი ინფორმაციით, ვაკის პარკში განხორციელებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა. „როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა. ეს შადრევანიც რეგულარულად მოწმდებოდა გამართულად მუშაობდა თუ არა. არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპზე მას ექსპლუატაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ ჰქონია“, - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)