|
2022-10-13 10:56:01, 870 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა CAREC-ის ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები გახსნა
თბილისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „კარეკის“ ჯანდაცვის სტრატეგია და რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მასში მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალსა და სოციალური სექტორის დივიზიის დირექტორ რია ჰირაოკას შეხვდნენ. მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომითი უნარებს გაძლიერების საკითხები განიხილეს. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც. „კარეკის“ ჯანდაცვის ჯგუფის ორგანიზებით, COVID-19-ის მართვისას მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა. მომხსენებლებს შორის იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია. ღონისძიებაში „კარეკის“ წევრი 10 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მიზანი ჯანდაცვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიმართულებით, ახალი ციფრული, ინოვაციური შესაძლებლობების გაზიარებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)