|
2022-10-12 17:24:36, 1837 ნახვა
რეგიონი
იმედა ვასაძე, ნინო ნიჟარაძე და ბადრი ნაკაშიძე ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი თამაზ ნიჟარაძე. შეხვედრაზე ადგილობრივებს მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ სამინისტროს პროგრამების, პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ასევე, ადგილზე მოისმინეს სოფლის საჭიროებები და შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმსჯელეს მოგვარების გზებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)