22:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 16:41:50, 1569 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში - კრემლმა ტრიბუნალი უნდა გაიაროს

ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში - კრემლმა ტრიბუნალი უნდა გაიაროს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმისკენ მოუწოდებდნენ, სასამართლოს დარბაზში უნდა დასხდნენ.

„ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში - რუსეთმა უნდა წააგოს. კრემლმა ტრიბუნალი უნდა გაიაროს. პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმისკენ მოუწოდებდნენ, სასამართლოს დარბაზში უნდა დასხდნენ. თუ ბოროტება დაუსჯელი დარჩება, უსამართლობა მთელ მსოფლიოში გამრავლდება“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა.

მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics