|
2022-10-11 12:23:27, 1869 ნახვა
რეგიონი
კასპში ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართა
კასპში ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი 2018 წელს დაფუძნდა კასპში, აწ გარდაცვლილი სამთავისი -კასპის ეპისკოპოსის დამიანეს ლოცვა კურთხევით, რომელიც 2018 და 2019 წელს სამთავისის ტაძრის ეზოში გაიმართა. პანდემიის შემდეგ ფესტივალი წელს პირველად გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მამაკაცთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა კასპიდან - „მოურავი“, „ქართლი“ და წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გუნდი, გალობის უნივერსიტეტის გუნდმა, ანსამბლებმა "პატარა კახი“ თელავიდან, “რიხი" გორიდან, „ლაგუშედა“ მესტიიდან, მგალობელ მომღერალთა გუნდი „ამაღლება“ ჩოხატაურიდან, ანსამბლები „კიმილია’,“ ფერხისა“, „სახიობა“და ჯგუფი „ნანინა“ თბილისიდან. ფესტივალის მიზანი ქართლური სიმღერისა და ტრადიციული გალობის პოპულარიზაციაა. ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლმა ერთი ქართლური და ორი კუთხური სიმღერა შეასრულა. ფესტივალის დასასრულს ანსამბლების მიერ შესრულდა მრავალჟამიერი. მონაწილეებს გორისა და ატენის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრიამ საპატიო სიგელები გადასცა. ფესტივალს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)