|
2022-10-10 16:20:17, 1036 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტებში ღვინის დღეები აღინიშნება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ფესტივალ „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტები ფესტივალის კვირეულისადმი მიძღვნილი თემატიკით გაფორმდა. მათივე ცნობით, მთელი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში ჩამომფრენ უცხოელ ვიზიტორებს მესაზღვრეები ქართულ ღვინოს და ფესტივალის პროგრამას გადასცემენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება. ღონისძიება ერთდროულად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება. საქართველო რომ ღვინის სამშობლოა და 8000 წლიანი წარმოების უწყვეტი ტრადიცია აქვს, ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები აეროპორტშივე ეზიარებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფესტივალის კვირეულისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმა და გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს ღვინოები დაურიგა. TAV GEORGIA-ს ორგანიზებით, ფესტივალის საერთო კონცეფციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც გაფორმდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით კი მთელი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში ჩამომფრენ უცხოელ ვიზიტორებს მესაზღვრეები ქართულ ღვინოს და ფესტივალის პროგრამას გადასცემენ. „ღვინის დღეები საქართველოში“ 15 ოქტომბრის ჩათვლით 26 ლოკაციაზე აღინიშნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)