|
2022-10-09 15:27:24, 1290 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, საშიში არ არის - უარესი დაემართება მსოფლიოს, თანამგზავრებს თუ ჩამოუყრიან
საშიში ის არ არის, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესი შეიძლება დაემართოს მსოფლიოს, ერთმანეთს თუ თანამგზავრებს ჩამოუყრიან, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. ბოდბის მონასტერში ქადაგებისას მთავარეპისკოპოსმა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი ბავშვების მკვლელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ომმა ბავშვის ეროვნება არ იცის". "საშიში ის არ არის, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესი შეიძლება დაემართოს მსოფლიოს, ერთმანეთს თუ თანამგზავრებს ჩამოუყრიან. აღარც ინტერნეტი იქნება მერე, აღარც ტელეფონები არ იქნება და წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ. ხშირად ამბობენ, რომ უკრაინაში ბავშვებს კლავენო. სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ბავშვის ეროვნება არ იცის - როგორც უკრაინელები, ისე რუსები კვდებიან ხომ იქ. ავიღოთ აი, აშშ-ში რა ამბავი ატყდა სასამართლომ რომ მიიღო, მე ვფიქრობ, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება აბორტებთან დაკავშირებით - ქალების უფლება ირღვევაო. დედები რომ მკვლელები იყვნენ საკუთარი შვილების, იმას მხარს უჭერენ, წარმოგიდგენიათ და უკრაინელებზე სწუხან მერე. როგორ დაგიჯეროთ, რომ უკრაინელებზე სწუხართ. ღმერთი რასაც გაძლევს, მიიღე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)