|
2022-10-09 11:39:00, 1063 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - დევნილების მიმართულება ძალიან პრიორიტეტულია, წელს უპრეცედენტოდ მაღალი - 300 მილიონის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი
„დევნილების მიმართულება ძალიან პრიორიტეტულია ჩვენთვის და წელს უპრეცედენტოდ მაღალი - 300 მილიონის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიმართულია დევნილებისთვის ბინების მშენებლობისკენ და მომდევნო 3 წელში 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. „შედარება რომ გავაკეთოთ, არ წავალ 10 წლის და უფრო იქით რა იყო, მაგალითად წინა წელს გვქონდა 110 მილიონი, წელს გვაქვს 300 მილიონის ფარგლებში, რაც სრულად მიემართება დევნილების ბინების უზრუნველყოფისკენ და ის დაპირება რაც გვაქვს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 000 დევნილი ოჯახის ბინების უზრუნველყოფა, ჩვენ ამას ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულებთ. ამ პროექტს ისედაც, მიმდინარე წლის იანვრიდან ზუსტად მივყვებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა “იმედის” ეთერში. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მატება, რაც საბოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)