|
2022-10-09 11:32:50, 1038 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - 2023 წლიდან ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება 50 მილიონ ლარამდე იზრდება
2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების დაფინანსება გაორმაგდება და დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გახდება. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გააკეთა. ზურაბ აზარაშვილმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რაც თითოეულ მოქალაქეს ქრონიკული მედიკამენტების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ექნება. „დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, ანუ ღირებულების ზედა ზღვარი ამ წამლებზეც დაწესდება. შესაბამისად, იმ 24 მილიონით, რა თანხითაც ახლა ფინანსდება, გაცილებით მეტ მედიკამეტნს მოვიცავთ. ამასთან, მომდევნო წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ბიუჯეტიც გაორმაგდება და 50 მილიონ ლარამდე იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის, მეტი დასახელების მედიკამენტი გახდება ხელმისაწვდომი, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მათ კმაყოფილებაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)