|
2022-10-09 11:27:08, 988 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ იმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი” მესამედ იმართება. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია. ფესტივალი გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო ძველი პურის ცხობის ტრადიციები ქართული ფოლკლორული ანსამბლ „მჭელის“ მონაწილეობით. მერიის ინფორმაციით, დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილია ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადებისა და ცომის ზელის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში. ღონისძიება 8 ოქტომბერს უკვე ჩატარდა. 9 ოქტომბერს კი, 12:00-18:00 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძის ბენდი აფორმებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)