17:27 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 10:16:22, 1437 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფხენიანმა მომხდარს "საპასუხო ზომები" უწოდა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნებზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 დღეში, ეს იაპონიის მიმართულებით გაშვებული უკვე მეექვსე რაკეტაა. 

"ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ატარებენ კომბინირებული წვრთნების სერიას. ჩრდ. კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კი ამტკიცებს, რომ მისი მტრები ომისთვის ემზადებიან",- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეას გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან, აკრძალული აქვს ბირთვული გამოცდების ჩატარება და ბალისტიკური რაკეტების გაშვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics