|
2022-10-05 17:17:07, 1523 ნახვა
რეგიონი
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგი დააჯილდოვეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას პედაგოგთა დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. აღნიშნულ ღონისძიებას 70 მასწავლებელი დაესწრო. დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომლებსაც ჰქონდათ სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობის დიდი გამოცდილება და განსაკუთრებული წვლილი. მასწავლებლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ. აჭარაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება, როგორც საშუალო სკოლების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო, თუ პორფესიული სასწავლებლების მიმართლებით. მხოლოდ წლევანდელ სსასწავლო წელს 4 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 11 000 მოსწავლემ განახლებულ გარემოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში. ღონისძებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)