|
2022-10-05 14:05:44, 1663 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - შევძელით პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა ტურიზმისა და საავიაციო სექტორის მიმართულებით
„ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, ამავე დროს, მგზავრთა გადაყვანის ანუ საავიაციო სექტორის იმ ნაწილის, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პანდემიის გამო ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები აღმოჩნდა, ასევე მეორე სექტორი, რომელიც პანდემიის გამო ძალიან დაზიანდა, იყო საავიაციო მიმოსვლა და საავიაციო სექტორი, მისი კომერციული ნაწილი - სამგზავრო გადაზიდვები. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პრეზენტაციის მიზანი საზოგადოებისთვის ამ სექტორების აღდგენის პერსპექტივები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვაა. „გვესმის, რომ კარგო-გადაზიდვები საკმაოდ კარგად განვითარდა, მაგრამ სამგზავრო გადაზიდვები იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არის სახელმწიფოს პოლიტიკა პირდაპირ დაკავშირებული იმ შედეგებთან, რომელიც გვაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის და რა პერსპექტივები არსებობს ტურიზმის სექტორში, როგორია გეგმები და ჩვენი ხედვა დარგის განვითარების მიმართულებით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამ დარგის განვითარება უნდა მოხდეს კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ჩართულობით, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური დარგი, სადაც სახელმწიფოსთან ერთად ძალიან ბევრი მონაწილე მხარეა", - აღნიშნა ვეცე-პრემიერმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და ფაქტობრივად, მოსახლეობის ყველა ფენას ეხება და რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის. ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ღონისძიება ელოდება საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023-ის სახით, სადაც ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. „ამაზე კომუნიკაციის და თანამშრომლობის ცალკე ფორმატი გვექნება, მაგრამ წელს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შეფასებების საშუალება გვეძლევა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)