13:54 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 18:33:44, 2313 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე” - ისინი თავად გაგვემიჯნენ, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები

ისინი თავად გაგვემიჯნენ, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები,- ასე უპასუხა ურნალისტების კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ღირებულებით ნაწილში განსხვავება არ არის, საქართველოს პრემიერ-მიისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და „მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას”.

„ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგია არის მისაღები. ჩვენ გუნდის შიგნით გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ღიად დავაფიქსირეთ ეს. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს მთავარ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროპასთან. ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე. ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics