|
2022-10-04 17:01:43, 1870 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. შეხვედრების მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს. დღემდე ამ ფორმატის საშუალებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა და კვლავ გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა ნებისმიერი მოქალაქის მიერ დასმული საკითხი იყოს დროულად გადაწყვეტილი. დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე , როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე, არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირები, სოფელ წყაროთის, ჭალას, ახალდაბის, ცეკვას, ცხემლისისა და ჭვანის მოსახლეობას შეხვდნენ. მთავრობის წევრებმა, ადგილობრივებს, მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ საჭიროებებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ომარ ტაკიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტის დასაგეგმად, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად აისახოს 2023 წლის პრიორიტეტებში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)