|
2022-10-04 16:23:31, 1839 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტია
ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში არ არსებობს ტერიტორიები, რომლებსაც მოსკოვმა შეუძლია საკუთარი უწოდოს. „უკრაინის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია. პრინციპში, ეს მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან ომი ომია. ჩვენ დაგვჭირდება ამ ტერიტორიების გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის რუსეთი. ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტია, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს ბევრი რესურსი. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია მათთან გამკლავება იმ ბოროტების დასჯის თვალსაზრისით, რაც მათ ამ სამყაროში მოიტანეს,- განაცხადა პოდოლიაკმა. მისივე თქმით, დასავლელ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ სამყარო სხვანაირად გამოიყურება, რომ მსოფლიოში არ არსებობს ძლიერი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, რომ არ არსებობს ისეთი სუბიექტი, როგორიც პუტინი იყო, რომელსაც პატივი უნდა სცენ. „ისინი ვერ აღიარებენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ილუზიაში, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინა. აქ ძალიან ვაქებ ევროპულ ელიტებს. ვფიქრობ, რომ ისინი დღეს წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ. რათა დაარღვიონ თავიანთი შინაგანი ცრურწმენები, დაარღვიონ აბსოლუტურად არასწორი შეფასებები, რომლებიც მათზე დიდი ხანია დომინირებს და გამოვიდნენ შიშის კუბოდან რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში”,- დასძინა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით მოაწყეს. უკვე 30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. იმავე დღეს კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა ანექსიის შესახებ შეთანხმებასმოაწერეს ხელი. ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ. ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)