|
2022-10-01 10:03:56, 1485 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაში ჩატარებული „რეფერენდუმის“ არალეგალურად ცნობის გამო, გაერო-ს რეზოლუციას ვეტო დაადო
რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული. მედიის ცნობით, 15 წევრიან საბჭოში რუსეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი გამოვიდა. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და გაბონმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.„ამ ნაბიჯი ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მსოფლიო დაადასტურებს, რომ სამყარო კვლავ უჭერს მხარს სუვერენიტეტს და იცავს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“- აღიშნულია განცხადებაში. გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა რეზოლუციის დაბლოკვას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნა, ხელს უშლის მის ფუნქციონირებას. როგორც რეზოლუციის ინიციატორი ქვეყნის აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას გრინფილდმა განაცხადა, რუსეთის ვეტოს გამო, აღნიშნული დოკუმენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე დადგება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)