|
2022-09-30 11:36:34, 1814 ნახვა
რეგიონი
გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 5 818 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. მათივე ცნობით, მშენებელმა გზის საფუძველი უკვე მოაწყო და მალე მისი მოასფალტებაც დაიწყება. "სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელი გაზიფიცირებულია, მოწყობილია გარე განათება, ასფალტირებული გზა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და დაბრუნებას. პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება", - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე. კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)