|
2022-09-29 17:10:22, 1634 ნახვა
რეგიონი
ბათუმმა ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შესაძლოა ისევ მოიპოვოს
„World Travel Awards“-ის დაჯილდოებაზე ბათუმი წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. 1 ოქტომბერს, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის 10 კონკურენტს შორისაა მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი). წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული. ესპანეთში გამართულ გალა საღამოზე ბათუმს, ოფიციალურად დაასახელებენ, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიის მასპინძელ ქალაქს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრებიან. 2023 წელს, World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიის ბათუმში გამართვა ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიბების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. წელს, „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი. ,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)