|
2022-09-29 16:51:29, 1623 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში „პროფესიული განვითარების საჭიროებების შეფასების" შესახებ ტრენინგი გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში „პროფესიული განვითარების საჭიროებების შეფასება"- ის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი განკუთვნილი იყო მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელებისათვის, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების შეფასებას და პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენას. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი პროექტის - "სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 11 მუნიციპალიტეტში" პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო კვირიკაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეა რუსიტაშვილი უძღვებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)