|
2022-09-29 12:40:33, 1764 ნახვა
რეგიონი
1-ელ ოქტომბერს, ესპანეთში ბათუმს „World Travel Awards 2023"-ის მასპინძელი ქალაქის წოდება გადაეცემა
ბათუმი წელს „World Travel Awards"-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. 1-ელ ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. ამასთანავე, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს World Travel Awards - 2023 წლის მანპინძელი ქალაქის სტატუსს. „როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი წელსაც წარდგენილია ტურიზმის ჯილდოზე 2 დღეში. 1 ოქტომბერს ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ჩვენი ქალაქი ამ პრესტიჟულ ჯილდოს. ასევე, უკვე ოფიციალურად გამოცხადდება, რომ მომავალ წელს აღნიშნული ღონისძიების ძირითად დაჯილდოებას უმასპინძლებს ბათუმი, რაც კიდევ ერთხელ დაეხმარება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო პოპულარიზაციას, მის ტურისტულ პოზიციონირებას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება წარმატებული ღონისძიება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards"-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, კოლიზეუმის, აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)