|
2022-09-29 10:10:27, 1810 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს
უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინაცია რუსეთის მიერ ორგანიზებული ყალბი რეფერენდუმებისა და მასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის საპასუხოდ, „რადგან ეს არ არის 2014 წელი, ყველას ყველაფერი ესმის და ისინი აუცილებლად იმოქმედებენ“. „დღეს კი, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რუსეთში ვინმე თუ თვლის, რომ შეუძლია „გაათავისუფლოს“ ყველაფერი, რასაც აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთში ვინმე თუ იმედოვნებს, რომ მსოფლიო უღალატებს საკუთარ ღირებულებებს, შეშინებულია სხვა რუსული განცხადებებით ანექსიის შესახებ, მაშინ ისინი, რუსეთში, ცდებიან. ოკუპანტის მხრიდან ესკალაციის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის, ვისაც მხოლოდ რუსული ესმის მათთვის – სიცოცხლე თუ გინდათ, გაიქეცით. თუ გინდათ იცოცხლოთ, დანებდით. თუ გინდა იცოცხლოთ, იბრძოლეთ ქუჩებში თავისუფლებისთვის. ყველაფერი მაინც წაგართვეს“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშეს ესაუბრა და უთხრა, რომ გაერო-ს წესდების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)