|
2022-09-27 20:09:12, 1744 ნახვა
ომი უკრაინაში
სინეგუბოვი - კუპიანკს-უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძი გავათავისუფლეთ
კუპიანკს-უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძია. - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი კუპიანსკ-უზლოვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. "რა თქმა უნდა, კუპიანკს-უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე საათებიდან ის ოკუპირებული იყო და მტერი მას საკმაოდ მტკიცედ იცავდა. წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალება ეს დასახლება გაათავისუფლეს და ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ მას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)