|
2022-09-26 19:19:06, 1885 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვში ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 15 წლის გოგო ემსხვერპლა
რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიზე, 15 წლის გოგო ემსხვერპლა. - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით უცნობია. "რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს. 2 კერძო სახლი მთლიანად განადგურდა. სამწუხაროდ, 15 წლის გოგო დაიღუპა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. ყველა, ვინც ომის დანაშაულს სჩადის, დაისჯება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)