06:34 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 11:11:10, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ევროკამშირმა არ უნდა უგულებელყოს

პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ევროკამშირმა არ უნდა უგულებელყოს. - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს ომი, მაგრამ არ იყოს მშვიდობა.

"რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ძალიან ცუდია, სხვა შემთხვევაში ჩვნ  შეიძლება დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვქონდეს მშვიდობა და ამის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი ომი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics