22:24 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-17 12:24:50, 1187 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის დელეგაცია ვესტმინსტერის დარბაზში ელიზაბეთ II-თან პანაშვიდზე არ შეუშვეს

ჩინეთის წარმომადგენლები ვესტმინსტერის დარბაზში არ შეუშვეს, სადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ II-ის ცხედრით კუბოა განთავსებული. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოთხოვნა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარემ ლინდსი ჰოილმა უარყო.

ამის შესახებ ევროპული გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ვესტმინსტერის სასახლე ამჟამად ღიაა მთელი დღეების განმავლობაში დედოფლისთვის დამშვიდობების მსურველებისთვის.

პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა უთხრა კოლეგებს, რომ მან უარყო თხოვნა ჩინელი ჩინოვნიკების ვესტმინსტერის დარბაზში შესვლის თაობაზე, სადაც გარდაცვლილი დედოფალი დარჩება ორშაბათს დაკრძალვამდე, ნათქვამია მოხსენებაში. არსებული ინფორმაციით უარის მიზეზი,ისაა რომ, რომ ჩინეთმა სანქციები დაუწესა უიგურების გენოციდის აღიარებისას რიგ ბრიტანელ დეპუტატს.

8 სექტემბერს ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალება გამოაცხადა. იგი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტახტი მის შვილს ჩარლზს გადაეცა, რომელმაც მემკვიდრეობის ნიშნად მიიღო სახელი ჩარლზ III. 10 სექტემბერს მემკვიდრეობის საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა ჩარლზ III დიდი ბრიტანეთის ახალ მეფედ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელორუსის და მიანმარის დელეგაცია არ მიიწვია. მედიის ცნობით, ცერემონიას, რომელიც 19 სექტემბერს არის დაგეგმილი, მსოფლიოს 500-მდე ოფიციალური პირი დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics