|
2022-09-15 17:19:00, 1146 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება
სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ განაგრძონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია,- ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითულობთ, ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით. „ჩვენთვის იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე სრულდება. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ამ შეთანხმების შესრულება და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია, ისეთების როგორიცაა, დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებს მაღალი დონის შეხვედრებს და კონსულტაციებს ჟოზეფ ბორელის მანდატით. ის იმყოფებოდა ბაქოში გუშინ და დღეს ერევანშია. ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან . მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 105, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 71 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)