|
2022-09-15 16:48:40, 1291 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა სტრატეგიული ბალანსი
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა სტრატეგიული ბალანსი, ვინაიდან ევროპა და მისი პარტნიორები აპირებენ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, კრემი უკვე წაგებულ ომს აწარმოებს. „უკრაინის არმია შთამბეჭდავ წინსვლას ახორციელებს, ათავისუფლებს ბევრ ქალაქს,სოფელს და აიძულებს რუსეთის ჯარებს უკან დახევას. ნათელია, რომ ადგილზე სტრატეგიული ბალანსი იცვლება“,- განაცხადა ბორელმა. მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფაზაში შევიდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბორელმა განაცხადა რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა შეტევამ დაამარცხა სკეპტიკოსების არგუმენტი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველანაირი ძალისხმევა ამაოა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა უსარგებლოა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)