|
2022-09-15 14:05:41, 1349 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ MSME ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD -ისგან 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა, მის ერთგული და სანდრო პარტნიორისგან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული თანხა საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს, რათა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, განახორციელონ ინვესტიციები საწარმოს მოდერნიზებაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში. აღნიშნული დაფინანსება უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ბენეფიტი ასევე გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესები მიიღებენ წამახალისებელ გრანტებს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. „მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, რათა გაძლიერდნენ, გაფართოვდნენ, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. დღეს „საქართველოს ბანიკსა“ და EBRD-ის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო. EBRD აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ბიზნესებს და ჩვენ ვამაყობთ, რომ „საქართველოს ბანკი“, 2016 წელს, გახდა პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც შეუერთდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. ჩვენი მიზანია, დავაკმაყოფილოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მრავალფეროვანი საჭიროებები და დავეხმაროთ მათ, საკუთარი საქმიანობა მოიყვანონ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. ეს დაფინანსება მხარს უჭერს ამ მიზანს და, რაც მთავარია, დიდ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ის მთელ გუნდს გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ. „ჩვენ გვაქვს ძალიან გრძელვადიანი თანამშრომლობა „საქართველოს ბანკთან“, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით ახალი პროდუქტების განვითარებაზე, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 20 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსზე მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშესაწყობად. ეს პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ“- განაცხადა EBRD ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის EBRD-ს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, 270 პროექტში, 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ამ ინვესტიციების 81 პროცენტი კი კერძო სექტორზე მოდის.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)