|
2022-09-13 23:17:11, 1446 ნახვა
მსოფლიო
დაბომბვის გამო სოტკის მოსახლეობის უმეტესობა ევაკუირებულია
მოსახლეობის უმეტესობამ დღეს დაბომბვის გამო დატოვა გეღარქუნიკის რაიონის საზღვრისპირა სოფელი სოთკი, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა, - აცხადებენ ადგილობრივები. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია სახლების ნაწილი, ერთი სახლი მთლიანად დაიწვა. „კავკასიური კვანძი“ იტყობინება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, ისინი თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არიან დაღუპულები და დაჭრილები, განაცხადა დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა. სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაბომბვა ხდება, უპასუხა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, ძალაშია ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან (მოსკოვის დროით 08:00 საათიდან), განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საზღვარზე დაბომბვის ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლის მცდელობებს სოფლების სოტკის, ნერკინის და ვერინ შორჟას, არტანიშის მიმართულებით, განაცხადა დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)