09:48 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 16:52:00, 1883 ნახვა

ომი უკრაინაში
დაზვერვა - რუსული FSB დროებით ანექსირებული ყირიმიდან ევაკუაციისთვის ემზადება

რუსული FSB დროებით ანექსირებული ყირიმიდან ევაკუაციისთვის ემზადება. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული განკარგულების შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით,ოკუპანტებმა აკრძალეს ხელშეკრულების დადება საცხოვრებლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, დააწესეს შეზღუდვები ყირიმის ხიდზე გადაადგილებაზე და ყველანაირად ცდილობენ დახურონ ინფორმაცია უკრაინის დამცველების კონტრშეტევით ქმედებების შესახებ.

"უკრაინის დამცველების წარმატებული ქმედებები აიძულებს დროებით ოკუპირებული ყირიმის და ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთის ე.წ. ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაასახლონ თავიანთი ოჯახები რუსეთის ტერიტორიაზე.
მიუხედავად ნახევარკუნძულზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, FSB-ს ოფიცრები და ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მეთაურები ფარულად ცდილობენ თავიანთი სახლების გაყიდვას და ნახევარკუნძულიდან ახლობლების სასწრაფო ევაკუაციას.
ამავდროულად, ოკუპანტებმა აკრძალეს ხელშეკრულების დადება საცხოვრებლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, დააწესეს შეზღუდვები ყირიმის ხიდზე გადაადგილებაზე და ყველანაირად ცდილობენ დახურონ ინფორმაცია უკრაინის დამცველების კონტრშეტევით ქმედებების შესახებ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა შეახსენებს, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე გამოაშკარავდება და დაისჯება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics