|
2022-09-13 15:29:46, 1360 ნახვა
მსოფლიო
BBC - რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე არ მიიწვიეს
რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფალ ელიზაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს,- აღნიშნულის შესახებინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანის რესპუბლიკა ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს ურჩევენ, არ ისარგებლონ კერძო სატრანსპორტო საშუალებით და მათი გადაადგილებისთვის სპეციალური ავტობუსებია გამოყოფილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. ცნობისთვის, ელიზაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე, 19 სექტემბერს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ დედოფალი ელიზაბედ II, 8 აგვისტოს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელიზაბედ II-ის დაკრძალვა 19 სექტემბერს, წინასწარ შემუშავებული პროცედურის დაცვით, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)