|
2022-09-12 16:30:08, 1437 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის და პეტერბურგის 18 ოლქის დეპუტატი პუტინის გადადგომას ითხოვს
რუსეთში მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის საქალაქო დეპუტატებმა ხელი მოაწერეს საჯარო განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით. როგორც სანქტ-პეტერბურგის „სემენევსკის“ ოლქის დეპუტატი ქსენია ტორსტრემი Twitter-ზე წერს, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. „ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს, გვჯერა, რომ პრეზიდენტის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას .რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან!“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მოსკოვის მუნიციპალური ოლქის „ლომონოსივსკის“ დეპუტატთა საბჭომ რუსეთის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. სანქტ-პეტერბურგის "სმოლნინსკის" დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას მოუწოდეს, ვლადიმერ პუტინს ღალატის ბრალდება წაუყენოს , რათა ის თანამდებობიდან გადააყენონ. მათზე შედგა ოქმები რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)