12:18 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 12:38:01, 1568 ნახვა

მსოფლიო
ტრასი მაკრონს „პუტინის უკანონო ომით გამოწვეული“ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზებზე ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და მის პოლონელ კოლეგასთან მატეუშ მორავიეცკისთან.

როგორც  ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, ტრასმა და მაკრონმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ნაბიჯები  "პუტინის უკანონო ომით გამოწვეული" ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად. 

 ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა დიალოგში ყურადღება გაამახვილეს უკრაინის მხარდაჭერაზე და რეაგირებაზე ომის შედეგებზე სასურსათო უსაფრთხოებაზე და ენერგეტიკულ ფასებზე.

ტრასმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან მორავიეცკისთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზები განიხილა, განსაკუთრებით უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად თანამშრომლობის კონტექსტში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ საუბარი შეეხო ევროპის უსაფრთხოების საკითხებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, რუსეთის ენერგეტიკულ შანტაჟს და მისი შედეგების აღმოფხვრის გზებს.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში ლიზ ტრასმა გაიმარჯვა. მეორე დღეს იგი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც დედოფალმა ოფიციალურად სთხოვა მას ახალი მთავრობის შექმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics