|
2022-09-11 12:15:29, 1541 ნახვა
მსოფლიო
Energoatom - უსაფრთხოების გამო, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები სრულად შეწყდა
უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, უსაფრთხოების ღონისძიების გამო, ოპერაციები სრულად შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია სადგურზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტომ Energoatom-მა გაავრცელა. ქარხანა "სრულად შეჩერებულია" მას შემდეგ, რაც სააგენტომ ნომერი 6 ენერგობლოკი ქსელიდან დილის 3:41 საათზე გათიშა. „მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად",- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის დაბომბვაში, რაც ატომური კატასტროფის საფრთხის ქვეშაა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაცია. Energoatom-მა განაცხადა, რომ შაბათს მან აღადგინა საკომუნიკაციო ხაზი ენერგოსისტემამდე, რომელიც დაზიანდა რუსული დაბომბვის შედეგად, რაც საშუალებას აძლევს სადგურს ენერგომომარაგება უკრაინის ენერგოსისტემით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)