|
2022-09-10 23:20:32, 1758 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის ხელისუფლებამ Air Moldova-ს მოსკოვში ფრენების განახლება აუკრძალა
მოლდოვას სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ აუკრძალა ავიაკომპანია Air Moldova-ს და სხვა ეროვნულ ავიაკომპანიებს მოსკოვში ფრენების განახლება. ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, აკრძალვა შემოღებულ იქნა „საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. ერთი დღით ადრე, Air Moldova-მა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან განაახლებს ფრენებს კიშინიოვსა და მოსკოვს შორის. „მიღებული გადაწყვეტილება მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების არაერთი მიმართვის შედეგია, რომლებსაც სურთ სახლში დაბრუნება ან ოჯახებთან გაერთიანება“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში. მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ Air Moldova-ის განცხადებას „მანიპულაცია და დეზინფორმაცია“ უწოდა. „კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კრიმინალის საკუთრებაშია, მანიპულირებს და დეზინფორმაციას ახორციელებს, რათა პროვოცირება მოახდინოს და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. ასეთი ამბების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა მან. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოლდოვამ შეწყვიტა საჰაერო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან. ასევე, რუსეთში ფრენები შეაჩერეს ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა. 2022 წლის აპრილში ევროკავშირმა დაამატა აეროფლოტი და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო გადამზიდავების სიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)