|
2022-09-10 10:18:59, 1611 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას ვაკვირდებოდით და იმედისმომცემი ნიშნები ვიხილეთ
უკრაინის კონტრშეტევამ, რომელიც 1 სექტემბერს ხერსონის რეგიონში დაიწყო, აჩვენა, რომ უკრაინელებმა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეძლეს,- ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ, საშა ბეიკერმა განაცხადა. მისი თქმით, პენტაგონი აკვირდება მიმდინარე კონტრშეტევასა და უკრაინელების წინსვლას. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები, თუნდაც ბოლო 2 დღეში",- განაცხადა ბეიკერმა. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას კონტრშეტევა უწოდა. აქამდე, ამ ტერმინის გამოყენებას მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ, მათ შორის აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)