|
2022-09-08 13:33:32, 1320 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით $675 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
აშშ უკრაინას დამატებით $675 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას The Washington post-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეიარაღების ახალი პარტია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვებს, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებს და აღჭურვილობას მოიცავს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრაზე მათ განიხილეს კიევის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგობის გაწევაში. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გამოყოფას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმაც დაუდასტურა. "ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას "სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს" 675 მილიონ დოლარად გაუწევს, იუწყება პენტაგონი. მადლობა მოკავშირეებს", - წერს იერმაკი ტელეგრამის არხზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)