|
2022-09-08 12:08:16, 1481 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზია მზადაა გამართოს შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის G20-ის სამიტის ფარგლებში
ინდონეზია მზადაა გამართოს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუს დიქტატორ, ვლადიმერ პუტინს შორის G20-ის სამიტის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ ინდონეზიის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ხოსე ტავარესმა განაცხადა, RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულისთვის G20-ის პლატფორმის გამოყენება სწორი იქნებოდა. „ეს კარგი იქნება - პლატფორმა არის. თუ ისინი გამოიყენებდნენ ამ პლატფორმას, კარგი იქნებოდა. ინდონეზია მზადაა დაეხმაროს ამ საკითხში”, - განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, ინდონეზია მხარს უჭერს თურქეთის ძალისხმევას ადრე გამართულ მოლაპარაკებებში. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თუ მათ სურთ გამოიყენონ G20 სამიტის ადგილი მათი შეხვედრისთვის, მაშინ რატომაც არა? ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა",- დასძინა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართა, რომლის დროსაც მან ის პუტინთან შესახვედრად მიიწვია. ამის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების სრული გაყვანის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)