|
2022-09-08 12:05:31, 1264 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში „ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების“ მიზნით სამხედრო წვრთნები დაიწყო
ბელარუსში "ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად" სამხედრო წვრთნები დაიწყო . წვრთნების მიზანი არმიის მიერ რეგიონების სავარაუდო დეოკუპაცია, ჯარების საჰაერო მხარდაჭერა, DRG-ის წინააღმდეგ ბრძოლა და საომარი მდგომარეობის რეჟიმის დაცვაა. წვრთნები ბრესტსკის პოლიგონზე, მინსკისა და ვიტებსკის რეგიონებში ჩატარდება. სწავლების ფარგლებში მთავარი ამოცანაა „მოწინააღმდეგის მიერ დროებით ხელში ჩაგდებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად საბრძოლო (სპეციალური) მოქმედებების ჩატარების სიმულაცია.“ „8 სექტემბერს, შეიარაღებული ძალების მომზადების გეგმის შესაბამისად, დაიწყო ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო წვრთნები შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით. წვრთნები14 სექტემბრამდე გაგრძელდება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. წვრთნების ამოცანების სიაში შედის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის აღდგენა ჯგუფების პასუხისმგებლობის ზონებში, ჯარების საჰაერო მხარდაჭერა, საომარი მდგომარეობის რეჟიმის უზრუნველყოფა და მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკრაინის საზღვარზე ბელარუსის, რუსეთისა და CSTO-ს ქვეყნების ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილის ალექსეი გრომოვის თქმით, „გასათავისუფლებელი ტერიტორიები“ შესაძლოა უკრაინის სახელმწიფოს სამ რეგიონს გულისხმობს - ვოლინი,რივნე და ჟიტომირი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)