|
2022-09-07 17:34:52, 1525 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - უკრაინის ომში დასავლეთის პროვოკაციულ პოლიტიკას მხარს არ ვუჭერ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, განაცხადა, რომ დასავლეთის „პროვოკაციულ“ პოლიტიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით მხარს არ უჭერს. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ჩვეულებრივი იარაღის ნაცვლად უკრაინას "ჯართს" უგზავნიან. "მათთვის, ვინც რუსეთს სერიოზულად არ აღიქვამს, შემიძლია ვთქვა, რომ ცდებით. მე ღიად ვაცხადებ დასავლეთის პოზიციის სიმცდარეს. იმიტომ რომ დასავლეთის ქმედებები მხარეების პროვოცირებას იწვევს. ისინი აცხადებენ სამხედრო მხარდაჭერას. თუმცა, ძველი იარაღი და ჯართი დასავლეთში. უკრაინას ეგზავნება. თურქეთი იცავს დაბალანსებულ პოლიტიკას უკრაინისა და რუსეთის მიმართ. ამავდროულად, მე არ ვუჭერ მხარს დასავლეთის პროვოკაციულ კურსს. ანკარა უკრაინაში ცეცხლის ადრეული შეწყვეტის მომხრეა. თუმცა, მიმდინარე პროცესები იმაზე მიუთითებს, რომ ომი მალე არ დასრულდება,"- განაცხადა ერდოღანმა ბელგრადში სერბ კოლეგა ალექსანდრე ვუჩიჩთან შეხვედრისას. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპამ ენერგეტიკული კრიზისი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)