|
2022-09-07 13:46:05, 1271 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ელექტროენერგიის გათიშვის და სამოქალაქო არეულობის საფრთხე არსებობს
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და ზამთარი სამხედრო ალიანსის წევრებისთვის გამოცდა იქნება. როგორც სტოლტენბერგმა Financial Times- თან საუბარში განმარტა არსებობს ელექტროენერგიის გათიშვის, შეფერხებების და შესაძლოა სამოქალაქო არეულობის საფრთხე. "უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და რთული იქნება. უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის, და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ, რთულია. ეს ჩვენი ერთობისა და სოლიდარობისთვოს სერიოზულად გამოცდა იქნება, რადგან ოჯახები და ბიზნესი ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდას და რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ცხოვრების ხარჯებს გრძნობენ“, - წერს სტოლტენბერგი. მან დასძინა, რომ "უკრაინის მომავლისა და ჩვენი მომავლისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და დავრჩეთ ჩვენს გზაზე - წინააღმდეგობა გავუწიოთ ტირანიას". "თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)