02:45 - 10 Oct, 2026
|
2022-09-06 17:05:34, 1892 ნახვა
მსოფლიო
დედოფალმა ელიზაბედმა ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა
ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, თანამდებობაზე დასანიშნად ის შოტლანდიაში ბალმორალის სამკვიდროში დედოფალ ელიზაბედ II-თან აუდიენციისთვის ჩავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მონარქმა ტრასს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა. მათივე ცნობით, ცერემონიის შემდეგ ტრასი დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში დაბრუნდება და ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოსახლეობას მიმართავს. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მთავრობის წევრებს დღესვე შეარჩევს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბალმორალის ციხესიმაგრეში ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყნის დედოფალს გადადგომის წინადადებით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)