03:10 - 10 Oct, 2026
|
2022-09-05 18:07:12, 2160 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა კიდევ 25 ამერიკელს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, მათ შორის არიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეების სია, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთში შესვლა 25 ადამიანით გაიზარდა, მათ შორის არიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი. რუსეთის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პასუხი „ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მუდმივად მზარდ სანქციებზე “. „ამერიკული ხელისუფლების მტრული ქმედებები, რომლებიც აგრძელებენ რუსოფობიურ კურსს, ანადგურებენ ორმხრივ კავშირებს და აძლიერებენ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებას, კვლავაც მკაცრად უარყოფილი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში. პენისა და სტილერის გარდა, შავ სიაში მოხვდნენ ამერიკელი კონგრესმენები, ბიზნესის და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)