|
2022-09-05 17:03:19, 1035 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს
ევროკავშირი ომის შედეგად განადგურებული უკრაინის დასახმარებლად დამატებით 500 მილიონი ევროს (497 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. დახმარება ამჯერად საცხოვრებლის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად გამოიყო. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ბრიუსელში ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების საბჭოს შეხვედრას დაესწრო. „ევროკავშირის ეს საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაბრუნებულთა საცხოვრებლისა და განათლების უზრუნველყოფას და უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას“, - განაცხადა სპიკერმა ერიკ მამერმა. ბრიუსელის შეხვედრას უძღვებოდნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი ჯოსეფ ბორელი და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი ოლივერ ვარჰელი. „ჩვენს ამჟამინდელ პრიორიტეტებს შორის არის ტოტალური ენერგეტიკული ემბარგოს შემოღება რუსეთის წინააღმდეგ,“ - განაცხდა შმიგალმა თავის Telegram-ის ანგარიშზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)